|
2022-07-19 21:27:01, 1063 ნახვა
პოლიტიკა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოდ დამბაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 21 ოქტომბერს, ქ. ბათუმში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ეზოში, გ.დ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ე.ჯ.-ს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)