|
2022-07-19 19:21:18, 1228 ნახვა
პოლიტიკა
ვატო წერეთელი პროკურატურაში მივიდა
მაინტერესებს საქმე ჩემი საჩივრის საფუძველზე აღიძრა თუ ოხანაშვილის. - განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გამოკითხვაზე პროკურატურაში მისვლის დროს. მისივე თქმით, პროკურატურა ვერ გადაახტება ამ ინციდენტს, აღბეჭდილია კადრებად, მთავარია მოითხოვს და საზოგადოება თვითონ შეაფასებს ჯგუფურ თავდასხმას. "პირველ რიგში, მაინტერესებს ჩემი საჩივრის საფუძველზე აღიძრა საქმე და ამაზე მოვედი გამოსაკითხად, თუ დღეს მოვისმინე, რომ ანრი ოხანაშვილს შეუტანია საჩივარი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი მხრიდან ვარ დაბარებული. პროკურატურა ვერ გადაახტება ამ ინციდენტს, აღბეჭდილია კადრებად, მთავარია მოითხოვს და საზოგადოება თვითონ შეაფასებს ჯგუფურ თავდასხმას. ნება აუცილებლად იქნება, ნიკა გვარამიაც გარეთ იქნება ძალიან მალე და მის ოჯახთან ერთად იქნება. პროკურატურას ნება აქვს თუ არ აქვს, მოუწევს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და ვერ შემოდებს თაროზე, იმიტომ რომ კარგად უნდა ესმოდეს პროკურატურას, რომ ეს მოხდა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, მივმართავ იმ მოსამართლესაც, კლანის წევრს, რომ ძალიან კარგად იცით ყველაფერი როგორ ხდება და როგორ აკეთებთ, მაგრამ ეს მოხდა აშშ-ს ტერიტორიაზე, ამიტომ მოსამართლესაც მივმართავ, რომ ფრთხილად იყავით". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწინ, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)