22:55 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 16:42:18, 1087 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი სოსო გოგაშვილზე - არსებობს ეჭვი და საფუძვლები, რომ ეს ადამიანი მის თანამდებობას იყენებდა ბოროტად

გამოძიება არის ისეთ საქმე, როდესაც მრავალ მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, მუშავდება ბევრი ვერსია - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას სოსო გოგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. 
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, თუკი არსებობს ეჭვები, ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით, და არსებობს ლოგიკური ეჭვები, შესაძლოა, გამოძიებამ ამ მიმართულებით განავითაროს მუშაობა. 

,,გამოძიება არის ისეთ საქმე, როდესაც მრავალ მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით მუშავდება ბევრი ვერსია.  თუკი, არსებობს კითხვები კონკრეტული ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით; თუკი, არსებობს ეჭვები, როგორ შეიძლებოდა პირს ეს ქონება დაეგროვებინა. თუკი, არსებობს ეჭვი და არსებობს კონკრეტული საფუძვლები, რომ ეს ადამიანი მის თანამდებობას შესაბამისი ინფორმაციის ფლობის ფარგლებში ხომ არ იყენებდა ბოროტად და ხომ არ შეიძლება, დავუშვათ ამ მიმართულებით მუშაობა, რომ ხომ არ ხდებოდა სახელმწიფო საიდუმლოების, თუ შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა სხვა რამის სანაცვლოდ. ბევრი მიმართულებაა, მე უბრალოდ ვერ გეტყვით. მე, როგორც იურისტი, შემიძლია გითხრათ, რომ  გამოძიებას შეუძლია ამ მიმართულებით განავითაროს მუშაობა და, რა თქმა უნდა, თუკი არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, შეიძლება ეს ლეგიტიმურად გახდეს გამოძიების წარმოების საფუძველი,’’ - განაცხადა ოხანაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics