06:12 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 16:38:09, 892 ნახვა

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში ბმა-ს ფარგლებში 96 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით, მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში, 96 პროექტი განხორციელდა. ასევე, 37 პროექტი მიმდინარეობს და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ერთ-ერთი მისამართი, სადაც წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ზღვისუბნის მე-4 კვ. N4 კორპუსია. პროექტის ფარგლებში, ახალი მილები 295 გრძივ მეტრზე ეწყობა. ასევე, მონტაჟდება ექვსი საკომუნიკაციო ჭა. აღნიშნულ კორპუსში 1 024 კვ.მ ფართობზე სახურავიც რეაბილიტირდა, აგრეთვე, შეიცვალა წყალსაწრეტი მილები.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი და საკრებულოს წევრი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ.

,,ნაძალადევის რაიონში აქტიურად ვაგრძელებთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტების დაფინანსებას. მიმდინარე წელს კორპუსების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 96 პროექტი განვახორციელეთ, ამას გარდა, 37 მიმდინარე პროექტი გვაქვს. აღნიშნულ მისამართზე სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება და კორპუსის ეზო კაპიტალურად მოწესრიგდება“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულება 2 205 088 ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics