|
2022-07-19 16:05:02, 1265 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან 28 ერთეული Abrams-ის ტანკი მიიღო
პოლონეთმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან 28 ერთეული Abrams-ის ტანკები მიიღო. ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ეს არის აპრილში გაფორმებული ხელშეკრულების პირველი ეტაპი, რომელიც პოლონეთისთვის თანამედროვე ვერსიის 250 ტანკის მიწოდებას გულისხმობს. „28 ერთეული Abrams-ის ტანკები პოლონეთში ტანკერების მოსამზადებლად ჩავიდნენ", - თქვა ბლაშჩაკმა. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ეს მანქანები მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჯავშანს. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დროს რუსეთი აქტიურად იყენებს ჯავშანტექნიკას და არტილერიას „ამიტომ, ჩვენთვის დაზღვევა მსოფლიოში საუკეთესო და თანამედროვე ტანკების სახით იქნება რუსი აგრესორის დაშინების გარანტია“. მან ასევე გაიხსენა, რომ ახლახანს პოლონეთმა შეუკვეთა დამატებითი 116 ძველი თაობის Abrams-ის ტანკი შეერთებული შტატებიდან, რომლებსაც შეიარაღებული ძალები მომავალ წელს მიიღებენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)