21:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 16:05:07, 941 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის კვლევების ჩამონათვალს ახალი მეთოდები დაემატა

სურსათის კვლევის დეპარტამენტის ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიაში, ისეთ სასურსათო პროდუქტებში, როგორიცაა თაფლი, რძე, ხორცი და თევზი, უკვე შესაძლებელია ანტიბიოტიკების კვლევების ჩატარება.  კვლევები მიმდინარეობს როგორც სწრაფი, ასევე, რეფერენს (დამადასტურებელი) მეთოდებით.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია რძეში, ხორცსა და თევზში ანტიბიოტიკების კვლევებზე.

აღსანიშნავია, რომ ანტიბიოტიკებით დაბინძურებული სურსათი საფრთხეს უქმნის ადამიანს ჯანმრთელობას. ანტიბიოტიკების შემცველი საკვები პროდუქტების პერმანენტული მიღების დროს, ორგანიზმი რეზისტენტული ხდება ანტიბიოტიკების მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკის არაეფექტიანობა საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აღიარებულია, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს, სწრაფად და მარტივად მიიღონ საჭირო შედეგები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics