|
2022-07-19 15:14:19, 1447 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ომის ხარჯები ევროპულ სოლიდარობას გამოცდას უწყობს - პუტინი თვლის, რომ დრო და ეკონომიკა მის მხარესაა
სასოწარკვეთილი მცდელობები იტალიაში პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მთავრობის დაშლის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ბოლო პოლიტიკური ქარიშხალია ევროპაში, რომელიც უკავშირდება ვლადიმერ პუტინის მიერ მოწყობილ დასავლეთის გამძლეობის გამოცდას. დრაგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუიჯი დი მაიო, ვარაუდობს, რომ სწორედ პუტინი, იზეიმებს დასავლური მთავრობის დაცემას. "ნავი მესაჭის გარეშე ჩაიძირება", - განაცხადა ფერუჩიო რესტამ, იტალიის უნივერსიტეტის რექტორთა კონფერენციის პრეზიდენტმა - ეს მეტაფორა ასახავს პუტინის კმაყოფილებას ევროპაში მიმდინარე პროცესების მიმართ - დასავლური მთავრობები განიცდიან მზარდ ზეწოლას უკრაინის ომთან დაკავშირებული ხარჯების გამო. რუსეთის მიმართ დასავლური სანქციების წინააღმდეგ მზარდი სახალხო აჯანყების ნარატივი, რა თქმა უნდა, კარგად ემთხვევა პუტინის მთავარ ნარატივს, რომ დრო და ეკონომიკა მის მხარესაა, რადგან სანქციები მეტად აზიანებს ევროპელ მომხმარებლებს, ვიდრე რუსეთს. ის თვლის, რომ საწვავის ფასების ზრდა არის ყველაზე ლეტალური მაკროეკონომიკური შოკი პოლიტიკოსებისთვის, რადგან გაზრდილი ფასები განაპირობებს ინფლაციას და ანელებს ეკონომიკურ ზრდას. ჯერ-ჯერობით ნაადრევია ევროპაში პოტენციური საარჩევნო რეაქციის მასშტაბის შესახებ საბოლოო აზრის გამოთქმა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა სპიკერმა, ჯოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა ევროკავშირის სანქციებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაუკავშირდა. ბორელმა ევროკავშირის სანქციების კრიტიკოსებზე თქვა: „მათ თვალები არ აქვთ? გრაფიკებს არ უყურებენ? ისინი არ ითვალისწინებენ ციფრებს ან ფაქტებს?” საფრანგეთში , ემანუელ მაკრონი დასუსტდა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა პუტინისადმი დადებითად განწყობილმა პარტიებმა მოიპოვეს. ესტონეთში , პუტინის მოწინააღმდეგე პრემიერ-მინისტრი, კაჯა კალასი, ასევე დასუსტა მას შემდეგ, რაც მისი კოალიციური მთავრობა დაიშალა დავის შედეგად, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის 19%-იან ინფლაციასთან, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროზონაში. ელექტროენერგიის ფასები ესტონეთში რეკორდულ მაჩვენებელზეა. კალასმა ოსტატურად აღადგინა თავისი მთავრობა, მაგრამ ესტონეთის ბიუჯეტი და მის მიმართ ნდობა შესუსტდა. თუ მომავალ მარტში საკანონმდებლო არჩევნებისთვის ეკონომიკა არ გაუმჯობესდა, მას შეიძლება პრობლემები შეექმნას. ვარშავაში PiS წუხს მომავალ შემოდგომაზე არჩევნებში შესაძლო დამარცხების გამო, მაშინაც კი, თუ ოპოზიცია კვლავ მხარს დაუჭერს უკრაინას. ბულგარეთში პროდასავლური მთავრობა დაეცა. და, რა თქმა უნდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახლახანს განიცადა ბრიტანეთში პრემიერ ბორის ჯონსონის თანამდებობიდან წასვლა. პოლიტიკოსი, რომელსაც ბოლო დროს საუკეთესო შედეგები აქვს, უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანია, პუტინის უდიდესი მოკავშირე ევროპაში. ვითარება შესაძლოა გაუარესდეს- ოთხშაბათს, გარდა იტალიის პრემიერის საკითხისა, ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა შეთანხმდეს უკრაინის სოლიდარობის მექანიზმზე, თუ რუსული გაზის მიწოდება ამ ზამთარში შეწყდება. პუტინის განზრახვები ამ ფრონტზე გაირკვევა ხუთშაბათს, როდესაც რუსული მონოპოლიური გაზის მიმწოდებელი „გაზპრომი“ გადაწყვეტს განაახლოს თუ არა ევროპაში მიწოდება „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ მილსადენის ყოველწლიური დაგეგმილი ტექნიკური შესვენების შემდეგ. „გაზპრომმა“ უკვე განუცხადა კერძო წერილში გაზის აბონენტებს, რომ არ იძლევა გაზის მიწოდების გარანტიას და ფორსმაჟორი გამოაცხადა. გერმანელი პოლიტიკოსები ამომრჩეველს არ უმალავენ საფრთხის მასშტაბებს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა პუტინის ტაქტიკა აღწერა, როგორც გერმანიაზე თავდასხმა, რომელსაც შეუძლია კატასტროფის გამოწვევა. კლაუს მიულერმა, გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელმა, განაცხადა, რომ 2023 წლისთვის გაზის ფასები მომხმარებლებისთვის შესაძლოა სამჯერ გაიზარდოს. მისი თქმით, „აბსოლუტურად რეალურია“, რომ მომხმარებლებს, რომლებიც ამჟამად გაზში იხდიან 1,500 ევროს წელიწადში, მომავალში 4,500 ევროზე მეტის გადახდა მოუწიოთ. თომას მატუსეკმა, გერმანიის ყოფილმა ელჩმა ლონდონში, განუცხადა BBC-ს ” ჩვენ ალბათ შევდივართ ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრიზისში, რომელიც გერმანიამ განიცადა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.” ზამთარი უკვე მოდის და კრიტიკული საკითხი იქნება ევროპული გაზის რეზერვების დონე ზამთარში. პუტინის ოპტიმალური ბერკეტი იქნება გერმანიის შენარჩუნება, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთზეა დამოკიდებული. რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში ამჟამად ნორმალურის დაახლოებით მეოთხედ ნაწილსც შეადგენს. რუსეთი ასევე არის რისკის ქვეშ, თუ ევროპის რეზერვები საკმარისად დიდი იქნება მომავალ ზაფხულამდე გადასარჩენად, დასავლეთი რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის ზღვარზე იქნება. პუტინი სამუდამოდ შეწყვეტს რუსეთის შემოსავლის მთავარ წყაროს და გაზის ექსპორტის უდიდეს ბაზარს. ფიონა ჰილი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ამტკიცებს, რომ მოსკოვისთვის ასევე მნიშვნელოვანია საარჩევნო რისკები, განსაკუთრებით 2024 წელს, როდესაც პუტინი ვადის გაგრძელებას ცდილობს. მისი თქმით, პუტინს „სურს ამ კონფლიქტის დასრულება. მას სურს ლეგიტიმურად გამოიყურებოდეს. მას სურს, რომ ჩვენ ვიყოთ ისინი, ვინც გრძნობს, რომ დრო არ გვაქვს - როდესაც მისი დროც იწურება."
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)