|
2022-07-18 22:41:08, 1757 ნახვა
ომი უკრაინაში
გონჩარენკო საკადრო ცვლილებებზე - ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა
ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა . - განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმ ოლექსეი გონჩარენკომ. მისივე თქმით, ბაკანოვი თანამდებობიდან დიდი ხნის წინ უნდა გადაეყენებინათ. "ბაკანოვი თანამდებობიდან დიდი ხნის წინ უნდა გადაეყენებინათ. ის პრეზიდენტის პირადი მეგობარი, კლასელი და მეზობელია. მისი გადაყენება სამსახურის საქმიანობას წაადგება, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურში სერიოზული პრობლემებია. განსაკუთრებით ეს ეხება ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, სადაც უსაფრთხოების სამსახურმა სერიოზული შეცდომები დაუშვა.რაც შეეხება ვენედიქტოვას, მისი თანამდებობიდან ჩამოშორების ფორმა ეჭვებს იწვევს. ეს პარლამენტის გარეშე მოხდა. მითუმეტეს, ვენედიქტოვა რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში აქტიურად მონაწილეობდა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შეიძლება ეს პროცესი შეაფერხოს. ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა. ანდრეი ერმაკი ძალიან ძლიერდება. გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად სწორედ მისი კადრი დაინიშნა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)