22:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 21:41:19, 1167 ნახვა

პოლიტიკა
Le Soir - სააკაშვილი მივიწყებული პოლიტიკური პატიმარია დასავლეთში, რომელიც მიატოვა ან უღალატა მისმა ბევრმა ყოფილმა მოკავშირემ

არასათანადო მოპყრობისა და სხვადასხვა სახის შიმშილობის გამო დასუსტებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვეღარ იღებს საკვებს და ვერ ახერხებს სიარულს. - განაცხადა ყველაზე პოპულარულმა ბელგიურმა ჟურნალმა Le Soir-მა საკუთარ სტატიაში.

მათივე თქმით, დღეს ის არის ყველაზე მივიწყებული პოლიტიკური პატიმარი დასავლეთში, რომელიც მიატოვა ან უღალატა მისმა ბევრმა ყოფილმა მოკავშირემ. 

""არასათანადო მოპყრობისა და სხვადასხვა სახის შიმშილობის გამო დასუსტებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვეღარ იღებს საკვებს და ვერ ახერხებს სიარულს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება თბილისის საავადმყოფოს დაცულ ნაწილში. მისი ახლობლების თქმით, პატიმრობის დროს არასათანადო მოპყრობისა და რამდენიმე შიმშილობის გამო დასუსტებული სხეული და სული დღითიდღე ჭკნება. მან, რომელსაც დაუსწრებლად მიუსაჯეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის“, ბოლო მოუღო თავის დევნილობაში ცხოვრებას უკრაინაში, და საქართველოში დაბრუნდა 2021 წლის 1 ოქტომბერს, რათა კიდევ ერთი წვლილი შეეტანა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ ბედში. ის მაშინვე დააპატიმრეს.
დღეს ის არის ყველაზე მივიწყებული პოლიტიკური პატიმარი დასავლეთში, რომელიც მიატოვა ან უღალატა მისმა ბევრმა ყოფილმა მოკავშირემ. კავკასიის ამ მეამბოხე ბავშვის, დიდი ხნის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის ყველაზე საშინელი მტრის, აქამდე წარმოუდგენელი ბედი, რომელმაც 2004 წლის ვარდების რევოლუციით და გაბედული რეფორმებით მოახერხა საქართველოს პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან დასავლური იმიჯის დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე პოპულარულმა ბელგიურმა ჟურნალმა Le Soir-მა გამოაქვეყნა სტატია სახელით "თითქმის 10 თვიანი პატიმრობა | სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics