|
2022-07-18 18:06:35, 1641 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია უზარმაზარი ღობის გაყვანა, რომლის მიღმაც რუსეთი დარჩება
მოსკოვს დასავლეთის სანქციების გამო მაღალტექნოლოგიურ საქონელზე წვდომის სირთულეები აქვს. - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია უზარმაზარი ღობის გაყვანა რომლის მიღმაც რუსეთი დარჩება. „ისინი ცდილობენ შექმნან ბარიერები, რათა შეაფერხონ ჩვენი განვითარება. ცხადია, ეს ჩვენი ქვეყნისთვის უზარმაზარი გამოწვევაა, აშკარაა, რომ ჩვენ ვერ განვვითარდებით მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულად. თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია უზარმაზარი ღობის გაყვანა რომლის მიღმაც რუსეთი დარჩება, ეს უბრალოდ შეუძლებელია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)