|
2022-07-18 12:25:50, 1067 ნახვა
პოლიტიკა
„არ შეესაბამება დეპოლარიზაციის გეგმას“- „ქართული ოცნება“ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს
როცა საქმიანი ფორმატის ნაცვლად პოლიტიკური შოუს ელემენტებს და პოლიტიკურ ტრიბუნას გვთავაზობენ, ეს საწყისშივე ეწინააღმდეგება ევროპული კომისიის პირველივე პუნქტს, დეპოლარიზაციას, ამიტომ, ჩვენი ამ პროცესში მონაწილეობა ნიშნავს და უდრის პოლარიზაციის გაღრმავებას,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა. რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტის სხდომები არ გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვორუმი არ შედგება და სხდომები ვერ გაიხსნება. მმართველი გუნდის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებით უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. როგორც პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნულია, სესიის მოწვევა 18 ივლისიდან იქნება შესაძლებელი. რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს ოპოზიციამ მიმართა
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)