|
2022-07-18 11:27:01, 1114 ნახვა
მსოფლიო
დააკავეს რუსი ჟურნალისტი, რომელმაც კრემლთან ანტისაომარი აქცია გამართა
რუსული პირველი არხის ყოფილი ჟურნალისტი, მარინა ოვსიანიკოვა რომელმაც ანტისაომარი აქცია გამართა კრემლის წინ, დაკავებულია. ჟურნალისტის ადვოკატმა, დიმიტრი ზახვატოვმა, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის“ მისი დაკავება დაუდასტურა, თუმცა განმარტა, რომ უცნობია სად გადაიყვანეს დაკავებული. „ არ ვიცი ახლა სად არის, ვვარაუდობ, რომ ეს ასე თუ ისე მის საპროტესტო აქტს უკავშირდება“, - დასძინა ადვოკატმა. „მარინა დაკავებულია“, - წერს მისი გარემოცვა ჟურნალისტის Telegram-ის ანგარიშზე. „არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არის იგი“. რუსეთში ანტისაომარმა პროტესმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის სამართლებრივი დევნა ჯარის შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გამოქვეყნებისა და „დამცირების“ გამო, დანაშაულები, სასჯელის ზომად პატიმრობას ითვალისწინებს. ოვსიანიკოვა საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი მარტში გახდა, როდესაც მან ხელი შეუშალა პირდაპირ სატელევიზიო მაუწყებლობას ომის საწინააღმდეგო პლაკატებით.იგი მცირე ხნით დააკავეს და შემდეგ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მარტის პროტესტის შემდეგ, ოვსიანიკოვამ გარკვეული დრო საზღვარგარეთ გაატარა, მათ შორის უკრაინაში. ჟურნალისტმა ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ ის რუსეთში ბრუნდებოდა შვილების მეურვეობის შესახებ დავის მოსაგვარებლად.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)