|
2022-07-17 17:50:50, 1313 ნახვა
მსოფლიო
გერმანელების 47% თვლის, რომ სანქციები გერმანიას უფრო აზიანებს, ვიდრე რუსეთს - კვლევა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეხუთე თვეში, გერმანელთა თითქმის ნახევარი თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გერმანიას უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე რუსეთს. ამის შესახებ Insa-ს ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგები მოწმობს . გამოკითხულ გერმანელთა დაახლოებით 47%-მა გამოთქვა ეჭვი სანქციების მიმართ და მიაჩნია, რომ ისინი გერმანიას უფრო აზიანებენ, ვიდრე აგრესორ ქვეყანას რუსეთს. 36% მომხრეა იმისა, რომ სანქციებიდან მიღებული ზიანი დაახლოებით ერთნაირია, როგორც გერმანიისთვის, ასევე რუსეთის ფედერაციისთვის. გამოკითხულთა 12%-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი უფრო მეტად ზარალდება სანქციებით. ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ გერმანელების უმრავლესობა, დაახლოებით 74%, ემზადება ფინანსური ვარდნისა და მზარდი უმუშევრობისთვის. კიდევ 83%-ს მიაჩნია, რომ ფასები გაგრძელდება. გამოკითხულთა 63% ელოდება გერმანიის ე.წ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გაზის კრიზისის გამო. კიდევ 83% ფიქრობს, რომ ენერგომოხმარებაზე შეზღუდვები იქნება კერძო ოჯახებისთვისაც. გამოკითხვა კვლევითმა ინსტიტუტმა Insa-მ გერმანიაში 1003 რესპონდენტს შორის ჩაატარა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)