18:59 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-17 15:53:32, 1042 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში, საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია 8 ადამიანი

ჩრდილოეთ საბერძნეთის ქალაქ კავალასთან, უკრაინული თვითმფრინავი An-12 ჩამოვარდა, რომელსაც საბრძოლო მასალა გადაჰქონდა და კომერციულ რეისს ახორციელებდა სერბეთიდან იორდანიაში.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:00 საათამდე მოხდა. საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა მიიღო შეტყობინება თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რომელმაც მოითხოვა ნებართვა ავარიული დაშვებისთვის.

თვითმფრინავში 8 ადამიანი იმყოფებოდა, რომელსაც 12 ტონა „საშიში ტვირთი“ გადაჰქონდა და ადგილზე დაიღუპნენ. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ მეზობელ დასახლებებში შუქი გაქრა.

An-12 შესთავაზეს დაშვება სალონიკის ან კავალას აეროპორტში. თვითმფრინავმა აირჩია ეს უკანასკნელი ვარიანტი და დაიწყო დაშვება, რის შემდეგაც მასთან კომუნიკაცია დაიკარგა. ის კავალას აეროპორტიდან დასავლეთით 40 კილომეტრში დაეცა. 

 ბოლო ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურები ავარიის ადგილის შესასწავლად დრონით სწავლობენ, რათა პიროტექნიკოსებსა და მაშველებს ინფორმაცია მიაწოდონ. სამართალდამცავები იმედოვნებენ, რომ „შავი ყუთიდან“ მიღებული ინფორმაცია ავარიის გარემოებებს დაადგენს.

An-12-ის ჩამოვარდნის ადგილიდან 500 მეტრში მდებარე ტერიტორია შემოღობილია. ორი უახლოესი დასახლების მაცხოვრებლებს ურჩევენ არ გააღონ ფანჯრები, არ გავიდნენ სახლიდან და ატარონ ნიღბები, რადგან თვითმფრინავი შესაძლოა შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics