|
2022-07-15 20:21:50, 1098 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - „ქართული ოცნების“ გუნდი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის შოუში მონაწილეობას არ მიიღებს
„ქართული ოცნების“ გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს. - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანეი ოხანაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოწვევასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ისინი მუშაობენ 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და ელოდებიან ოპოზიციას მომდევნო კვირას, ანტიოლიგარქიული საკითხების განხილვისთვის შესაბამის ფორმატში. "პოლიტიკური შეფასება ყველას მხრიდან გაკეთებულია იმის შესახებ, რომ გვაქვს 12 პუნქტი და ის არის შესასრულებელი, ამას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა. როგორც კი დაგვჭირდება ამ 12 პუნქტიდან გამომდინარე საკითხებზე სესია, ამას ვერავინ დაგვასწრებს, რადგან ეს საქმეზეა დამოკიდებული, ეს მოცემულობა გვაქვს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს. ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და ველოდებით ოპოზიციას მომდევნო კვირას, ანტიოლიგარქიული საკითხების განხილვისთვის შესაბამის ფორმატში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს მათ აორია დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)