|
2022-07-15 14:12:46, 674 ნახვა
პოლიტიკა
კონსტიტუციიდან ნატო-ზე არსებული ჩანაწერების ამოღება, უვიზო მიმოსვლის აღდგენა - „კონსერვატიული მოძრაობა“ რუსეთში მოლაპარაკებებს მართავს
პრორუსული და ძალადობრივი „კონსერვატიული მოძრაობა“ რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს. მოლაპარაკებებში უშუალოდ არის ჩართულია იურისტი დიმიტრი ლორთქიფანიძე. „კონსერვატიული მოძარაობის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებები საქართველოს კონსტიტუციიდან ნატო-ზე არსებული ჩანაწერების ამოღებას, უვიზო მიმოსვლისა და გამშვები პუნქტების აღდგენას ეხება. "დიდი ამბებია და სასიხარულო, გილოცავთ! სულ ახლახანს დაიწყო რუსეთთან მოლაპარაკებები კონსერვატიულმა მოძრაობამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ, შედეგები საოცარია. არავინ ელოდა მოკლე დროში ასეთ ნორმალურ ურთიერთობებს და ურთიერთგაგებას. საკონსტიტუციო ჩანაწერი ნატოსთან დაკავშირებით ამოღებულ უნდა იქნას საქართველოს კონსტიტუციიდან. ხაზარაძემ მიჰყიდა რუსებს ბორჯომის 56%-იანი წილი, გაასხვისა ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი რუსებზე. რუსებმა კი საოცარი ნაბიჯი გადადგეს და 56% ბორჯომის აქციებისა საქართველოს უკვე დაუბრუნეს სრულიად უსასყიდლოდ. ყველა გამშვები პუნქტები რუსეთთან აღდგება. 2022 წლის ბოლომდე ავიამიმოსვლა და უვიზო მიმოსვლა რუსეთთან აღდგება - განგვიცხადეს გოსდუმის დეპუტატებმა... რუსეთში გადიოდა ჩვენი პროდუქცია დღეს კი ეს პროდუქცია ლპება, გზა რუსეთის ბაზრისკენ საქართველოს სრულად გაეხსნება!
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)