|
2022-07-14 20:25:00, 1090 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ხელი მოაწერეს ერთობლივ სტრატეგიულ დეკლარაციას, რომელშიც აშშ-მ პირობა დადო, რომ გამოიყენებს თავის ეროვნულ ძალაუფლებას ირანის ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან ასაცილებლად. აშშ ხაზს უსვამს, რომ ამ დაპირების განუყოფელი ნაწილია ვალდებულება არასოდეს დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენა. „აშშ კიდევ ადასტურებს ვალდებულებას ითანამშრომლოს სხვა პარტნიორებთან ერთად ირანის აგრესიასა და დესტაბილიზაციის აქტივობებთან დასაპირისპირებლად, იქნება ეს წინსვლა პირდაპირ თუ მარიონეტული და ტერორისტული ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და პალესტინის ისლამური ჯიჰადი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხაადებაში. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ორმა ქვეყანამ „აიღო ვალდებულება გააგრძელოს ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა,“ დაგმო ჰამასი და ბოლო ტერორისტული თავდასხმები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)