|
2022-07-14 14:14:15, 1082 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი - ინსტიტუციონალური მიდგომა იქნება წამყვანი, პიროვნებებთან ბრძოლას ევროპარლამენტარები ვერ მოიგებენ
ინსტიტუციონალური მიდგომა იქნება წამყვანი და პიროვნებებთან ბრძოლას ევროპარლამენტარები ვერ მოიგებენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტარების მხრიდან ნათქვამი დებიძინიზაციის მოთხოვნას, ეს ნიშნავს მათ პიროვნულ და პოლიტიკურ ბრძოლას ივანიშვილთან, რაც პოლიტიკური პროცესის ნაწილია. „რაც შეეხება დებიძინიზაციას ევროპარლამენტარების მხრიდან ნათქვამს, ეს ნიშნავს მათ პიროვნულ და პოლიტიკურ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილთან და ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ამ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს უნდათ, რომ ხელისუფლებას ფლობდეს არა ის ძალა, რომელიც ქართველ ხალხის ლეგიტიმაციით ფლობს, არამედ მათი მეგობრები. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები, მე არ მგონია, მათ ეს გამოუვიდეთ და მე მგონია, რომ ინსტიტუციონალური მიდგომა იქნება წამყვანი და პიროვნებებთან ბრძოლას ევროპარლამენტარები ვერ მოიგებენ”,- განაცხადა დავითულიანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 ივლისს ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ამასთან, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოში საჭიროა დეოლიგარქიზაცია, რაც მისი თქმით, ნიშნავს დებიძინიზაციას და დეივანიშვილიზაციას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)