22:24 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 11:48:01, 625 ნახვა

საზოგადოება
მეტროში შშმ მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებულმა პატრულ-ინსპექტორმა ციხე საპროცესო შეთანხმებით დატოვა

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთმა, კახა ბაკაშვილმა, პენინტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად დატოვა.

მისი ადვოკატი, ლაშა სტურუა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განმარტავს, რომ ბაკაშვილს თავისუფლების აღკვეთა 6 თვით მიესაჯა,  პირობით და გამოსაცდელ ვადად 1 წელი დაუდგინდა.

"აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რის საფუძველზეც ის პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მისი პიროვნების, მისი პოლიციაში 23-წლიანი უმწიკვლო მუშაობის გათვალისწინებით, მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რაც დაამტკიცა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა", - თქვა სტურუამ.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი სცემს მეტროში არასრუწლოვან, შშმ პირს. აღნიშნულ საქმეზე 25 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი დააკავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics