|
2022-07-14 10:51:07, 722 ნახვა
მსოფლიო
40-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის დაწყებას
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში 40-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის დაწყებას. ამის შესახებ ქვეყნების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების ხელმომწერები ადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ სამართალწარმოებაში იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოში გენოციდის დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის შესაბამისად. სარჩელის მიზანია დაამტკიცოს, რომ რუსეთს უკრაინაში სამხედრო ქმედების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. ასევე, რუსეთის ფედერაციას არ აქვს და არ გაამართლა უკრაინელების მიმართ გენოციდის გამოყენება. ხელმომწერი მხარეები ხაზს უსვამენ ასეთი სასამართლო პროცესის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს „დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ დაავალა 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებაში“. განცხადებას ხელს აწერენ ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი. იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები დროებითი ზომების შესახებ იურიდიულად სავალდებულოა მხარეებისთვის. სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს რუსეთის მიერ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შემდგომ დარღვევას.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)