12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 22:42:57, 1277 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინა ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

დროებით ოკუპირებული დონბასის ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარების გამო, უკრაინა ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ

მათივე თქმით, საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტი მკაცრად გმობს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გადაწყვეტილებას.

"კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას განიხილავს, როგორც ფხენიანის მცდელობას შელახოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინის კონსტიტუციის, გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევად". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics