|
2022-07-13 21:29:04, 1149 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს
ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში რატი ბრეგაძე პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი. ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს, მათ შორის ელექტრონული სერვისებისა და ელექტრონული მმართველობის განვითარების სფეროებში. საუბარი შეეხო, აგრეთვე ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესის მიმდინარეობას. პორტუგალიის იუსტიციის მინისტრის გარდა, რატი ბრეგაძემ შეხვედრები გამართა გერმანიის, ჩეხეთის, საბერძნეთის იუსტიციის მინისტრებთან. დარგობრივი თემების გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან სასაუბრო თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა იყო. პრაღაში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფებოდა. ერთ-ერთი განსახილველი თემა სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესება იყო. მინისტერიალს, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრები.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)