12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 18:12:00, 1070 ნახვა

პოლიტიკა
Politico - ქართველები შიშობენ, რომ მთავრობა ევროკავშირის პერსპექტივას საბოტაჟს უწყობს

ქართველების მზარდ რიცხვში იმატებს რისხვა,შიში  რომ მათი ქვეყნის მთავრობა განზრახ უთხრის ძირს ევროკავშირის მისწრაფებებს,- ვკითხულობთ Politico-ს მიერ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს,  რომ ათიათასობით მომიტინგეისთვის , რომლებიც ყოველკვირეულ საპროტესტო აქციებზე იკრიბებიან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარი, მწარე დარტყმა იყო.

 "პრობლემა ის არის, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაშია 2012 წლიდან, ვერ აჩვენა თავისი ერთგულება ამ ევროპული მისწრაფებების მიმართ, რაც ბევრს უბიძგებს დაფიქრდეს, მოქმედებს თუ არა „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ევროპული მომავლის საზიანოდ."- წერს ავტორი.

 სტატიაში ასევე საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, "რომლის აქტივები წარმოადგენს საქართველოს მთლიანი ეკონომიკური პროდუქტის 20 პროცენტზე მეტს, მან რუსეთში მილიარდები გამოიმუშავა, სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. მისი ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მას შემდეგ ძალაუფლება შეინარჩუნა იმ ბრალდებების ფონზე, რომ ოპოზიცია საზოგადოების მტერია, რამაც ერი ცხელ პოლიტიკურ პოლარიზაციაში ჩაითრია."

სტატიაში ასევე მიმოხილულია საქართველოს ოფიციალური პოზიცია უკრაინის ომთან მიმართებაში, რაც სანქციების გვერდის ავლასა და რუსეთში პროდუქციის ექსპორტით გამოიხატა. 

"არის დრო, როდესაც მთავრობა არ გამოხატავს მოქალაქეების პოზიციას,როდესაც ხალხი უკეთესია, ვიდრე მთავრობა“, - დაწერა საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შესაძლოა, გასაკვირი არ არის, რომ მაშინ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინის ხელმძღვანელობას  კრიტიკა წამოიწყვეს მოგვიანებით, როდესაც საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე, მთავრობამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს იმიტომ, რომ ქვეყანა არ იყო ჩართული ომში, მტკიცებით, რომ დასავლეთს, ქართული ოპოზიციის დახმარებით, სურდა საქართველოს ომში ჩათრევა,"- აღნიშნულია სტატიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics