|
2022-07-13 15:13:14, 1006 ნახვა
პოლიტიკა
„გვაქვს ორი პორტი“ - ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის, რუსეთს საქონლის იმპორტში დაეხმაროს
ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის, დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსეთისთვის საქონლის პარალელური იმპორტის პლატფორმა გახდეს. ე.წ რესპუბლიკიკს პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ამისთვის აფხაზეთს აქვს ორი პორტი, რომლითაც სხვა სახელმწიფოებთან წვდომა შესაძლებელი ხდება. „მას შემდეგ, რაც სახელმწიფოთა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ტერიტორიის გამოყენება შესაძლებელია პარალელური იმპორტის განსახორციელებლად. ეს განხილვის საგანია. ჩვენ გვაქვს ორი პორტი, გვაქვს წვდომა სხვა სახელმწიფოებთან“, - განაცხადა ბჟანიამ. მისი თქმით, დე ფაქტო აფხაზეთს სანქციების არ ეშინია. „თქვენ იცით, რომ აფხაზეთი არაერთმა სახელმწიფომ აღიარა. ჩვენ არ გვეშინია არანაირი სანქციების, ისინი არასდროს მოუხსნიათ ჩვენს მიმართ“, - აღნიშნა ბჟანიამ. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)