03:44 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 14:19:21, 890 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი იუკენიჩიენეს - აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას

ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის ევროკავშირის სულისკვეთებას,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკენიჩიენეს დღევანდელ განცხადებას.

პაპუაშვილის თქმით,ყველა ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას, რაც რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობას წარმოადგენს.

„ყველა ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას, მათ შორის ასეთი განცხადებებით და ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა. მე გუშინაც და დღესაც ამ ციტატიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას მისი რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და ნუ იქნებიან თავად პოლარიზაციის წამქეზებლები, ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის ევროკავშირის სულისკვეთებას. ასე რომ, ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, კონკრეტულად ეს დეპუტატი, თავადვე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას აქეზებს რა პოლარიზაციას საქართველოში და მათ შორის ამ კუთხით შეურაცხყოფს საქართველოს დემოკრატიას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსლა დეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველო არის მიტაცებული და თუ „ქართულ ოცნებას“ არ ესმით რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის წინადადებაში, თავად ახსნის - ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას.

მისივე თქმით, საქართველო უნდა გათავისუფლდეს "პროკრემლისტური პოლიტიკისგან".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics