|
2022-07-13 13:12:29, 812 ნახვა
პოლიტიკა
რიგგარეშე სესიის მოთხოვნით, საპარლამენტო ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, რათა რიგგარეშე სესია მოიწვიოს. მათ მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ეხმიანება 12 შესასრულებელი წინაპირობიდან სამ მიმართულებას. მათივე თქმით, რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს და იქნება მაჩვენებელი რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება, პროცესების დეპოლარიზაცია და ოპოზიციასა და ხალხთან ურთიერთობის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფორმატში გადატანა. აღსანიშნაავია, რომ ოპოზიციიდან განცხადებას ხელს არ აწერენ პარტია "მოქალაქეები", "გირჩი" და "ევროპელი სოციალისტები". ოპოზიციის ერთობლივ განცხადებას სრულად გთავაზობთ: "საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს მივმართავს და , საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, მოიწვიოს რიგგარეშე სესია 2022 წლის 18 ივლისიდან შემდეგი დღის წესრიგით: "ჩვენ, ხელმომწერი საპარლამენტო ოპოზიცია, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, ვითვალისწინებთ რა იმ პასუხისმგებლობას რაც დაგვაკისრეს საქართველოს მოქალაქეებმა, ევროკავშირმა და ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, მოიწვიოს რიგგარეშე სესია 2022 წლის 18 ივლისიდან შემდეგი დღის წესრიგით: 1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/92) ასევე, მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, უზრუნველყოს რიგგარეშე სესიის მოსამზადებლად საჭირო პროცედურების განხორციელება, მათ შორის საკომიტეტო მოსმენების დაჩქარებულ რეჟიმში ჩანიშვნა. ჩვენს მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ეხმიანება 12 შესასრულებელი წინაპირობიდან სამ მიმართულებას (აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, უზრუნველყოფილი იქნას სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ელიტური კორუფციის გამოძიების შემთხვევები). ჩვენს მიერ დღის წესრიგში დაყენებული ოთხივე საკითხი უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება 19 აპრილის სულისკვეთებას, განხილულია და შეთანხმებულია არასამთავრობო სექტორთან და მიღებული აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება. შესაბამისად, რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს და იქნება მაჩვენებელი რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება, პროცესების დეპოლარიზაცია და ოპოზიციასა და ხალხთან ურთიერთობის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფორმატში გადატანა, თუ მათი მიზანია დროის გაწელვა და რეკომენდაციების შესრულების პროცესის იმიტაცია. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებულ კონსტრუქციულ და საქმიან წინადადებაზე ქართული ოცნების უარის შემთხვევაშიც, ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, როგორც ეროვნული ინტერესებით მოტივირებული პოლიტიკური ძალები, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, დაინტერესებული საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით გავაგრძელებთ ჩვენი ეროვნული ამოცანის - ევროპული ინტეგრაციისთვის სავალდებულო რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმას. კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას, უარი არ თქვათ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე და სრულად ჩაერთეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რეალურ საპარლამენტო საქმიანობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება თქვენი პოლიტიკური ლუსტრაცია და იმის პირდაპირი დემონსტრირება, რომ თქვენთვის მთავარია არა საქართველოს ეროვნული ინტერესები და ევროპაში ინტეგრაცია, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესის დაზიანების ფასად ძალაუფლების შენარჩუნება", - წერია განცხადებაში. განცხადებაზე ხელმომწერი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "ლელო"; "რესპუბლიკური პარტია"; "საქართველოსთვის"; "სტრატეგია აღმაშებელი". განცხადებაზე ხელმომწერი დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი; შალვა შავგულიძე; თამარ ჩარკვიანი; თამარ კორძაია; სალომე სამადაშვილი; დავით ბაქრაძე.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)