|
2022-07-13 13:54:15, 1232 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - უკრაინა და რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებების დასკვნით სტადიაზე იმყოფებიან
უკრაინა და რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებების დასკვნით სტადიაზე იმყოფებიან,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას რუსეთთან შეთანხმებას ორი ნაბიჯი აშორებს და ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. „რუსეთთან შეთანხმებას ორი ნაბიჯი გვაშორებს. აუცილებელია რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების მოგვარება. ჩვენ ვართ ფინალურ ფაზაში და ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. თუ მათ ეს მართლა სურთ, მაშინ მალე დაიწყება მარცვლეულის ექსპორტი. თუ ისინი გამოიყენებენ ამას თავიანთი „შიმშილის თამაშების“ გასაგრძელებლად, მაშინ კვლავ გაგრძელდება მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბარი“, - განაცხადა კულებამ. მინისტრის თქმით, ის ხედავს მხოლოდ ერთ პოტენციურ მიზეზს, რის გამოც რუსეთმა შესაძლოა შეიცვალოს თავისი პოზიცია მარცვლეულის ბლოკადასთან დაკავშირებით. „მათ სურთ აჩვენონ აფრიკისა და აზიის ქვეყნებს, რომ სურთ გადაარჩინომ ისინი საკვების ნაკლებობისგან, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინის ექსპორტით, მათ იციან, რომ თუ ჩვენ ამას ექსპორტზე გავიტანთ, შემოსავალს საერთაშორისო ბაზრებიდან მივიღებთ და ეს გაგვაძლიერებს“,- დასძინა კულებამ. შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ოთხმხრივი მოლაპარაკებების გამართვა სტამბულში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე უკრაინის, თურქეთის, გაეროს და რუსეთის მონაწილეობით. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სადაც განიხილეს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის პრობლემები და შავ ზღვაში დერეფნების შექმნის აუცილებლობა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)