|
2022-07-13 12:17:22, 794 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკენიჩიენე - თუ „ოცნებას“ არ ესმის რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, ავუხსნი - ეს ნიშნავს დებიძინიზაციას
საქართველო არის მიტაცებული და თუ „ქართულ ოცნებას“ არ ესმით რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის წინადადებაში, მე ავუხსნი - ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას, - ასე დაიწყო ევროპის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსლა დეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ. ევროპარლამენტარის თქმით, საქართველო უნდა გათავისუფლდეს "პროკრემლისტური პოლიტიკისგან" "საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, მაგრამ თქვენ იცით, რომ საქართველო არის მიტაცებული და თუ „ქართულ ოცნებას“ არ ესმით რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის წინადადებაში, მე ავუხსნი - ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას საქართველოსი. ეს არის, რაც საჭიროა საქართველოს მოსახლეობამ გააკეთს და არ იყოს მძევალი ერთი ადამიანის. ჩვენ ვლაპარაკობდით სანქციებზე და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ამ იდეის წინ წაწევა და ჩვენს უნდა მივმართოთ რეზოლუციაში ამ საკითხს კიდევ ერთხელ. ეს ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს და ღიად ვიტყვი, პროკრემლისტური პოლიტიკისგან. ჩემი ბოლო წინადადებაა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც მოაწყო ყველაზე დიდი გამოსვლა ამ ქვეყნის ისტორიაში, მე ვხედავ დადებით მდელობას მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების ამ ქვეყანაში და ვიმედოვნებ, ეს ხალხი ცხოვრების განმავლობაში მაინც გახდება ევროკავშირის წევრი",- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)