23:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 11:29:51, 701 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) სრულად შესრულებულად მიიჩნია

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს თაობაზე ანგარიში დაამტკიცა და საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია სრულად შესრულებულად მიიჩნია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატუტრა ავრცელებს.

უწყების ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების და დისციპლინური გადაცდომების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 16 მაისის ბრძანების გამოცემას. მათი შეფასებით, აღნიშნული ნორმატიული აქტით ზუსტად განისაზღვრა პროკურორების დისციპლინური გადაცდომების სახეები და უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი დისციპლინური სახდელების გამოყენების პროპორციულობა.

მათივე ცნობით, აღნიშნულის საფუძველზე, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ სრულად შესრულდა რეკომენდაცია პროკურორების დისციპლინური რეჟიმის სრულყოფის თაობაზე.  

საქართველოს პროკურატურას, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების მხრივ, პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გაცემული ხუთი რეკომენდაციიდან, ამ დროისათვის ხუთივე სრულად აქვს შესრულებული. 

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO) თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics