23:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 10:17:04, 680 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა აფრიკის დასახლებაში 6 სახლი დაანგრია

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში 6 სახლი დაანგრია.

ადგილოვრივების თქმით, მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა ნგრევა გვიან ღამით დაიწყო.

ამასთან, მერიამ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რომ თუ ორშაბათამდე საცხოვრებელს საკუთარი სურვილით არ დატოვებდნენ, მათ ძალით გამოასახლებდნენ.

ამ დროისთვის მერიის წარმომადგენლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.

აღნიშნულ ფაქტზე თბილის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა.

ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის ეტაპზე, ორი ხის კონსტრუქცია და ერთი საძირკველი.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რათა მათ უკანონო მშენებლობა შეეჩერებინათ და დემონტაჟი დაეწყოთ, თუმცა, მოქალაქეებს სამშენებლო პროცესი არ შეუწყვეტიათ. 

მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი მოახდინა“,- აღნიშნულია განხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics