23:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 15:55:14, 1027 ნახვა

საზოგადოება
აბორტი - ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გასაღები

დღესდღეობით ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც ესა თუ ის თემა მეტად აქტუალური ხდება გარემოებებიდან, საზოგადოებიდან და სახელმწიფოდან გამომდინარე. ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში არაერთი მითი თუ სტერეოტიპი გავრცელდა აბორტთან დაკავშირებით. რეალურად, აბორტი ხელს უწყობს ქალთა უფლებებისა დაცვასა და აღიარებას. დღევანდელ ამ სტატიაში ვისაუბრებთ აბორტის მნიშვნელობასა და რაობაზე.

პირველ რიგში, აბორტის კრიმინალიზაცია ან შეზღუდვა ხელს უშლის ექიმებს ძირითადი დახმარების გაწევაში პაციენტისთვის, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ კრიმინალიზაცია და აბორტის შეზღუდვის კანონები ხელს უშლის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს თავიანთი სამუშაოს სწორად შესრულებაში და პაციენტებისთვის საუკეთესო ჯანდაცვის ვარიანტების უზრუნველყოფაში, კარგი სამედიცინო პრაქტიკისა და მათი პროფესიული ეთიკური პასუხისმგებლობის შესაბამისად.

აბორტის კრიმინალიზაცია იწვევს იმგვარ ეფექტს, რომლის დროსაც სამედიცინო პროფესიონალებს შეიძლება არ ესმოდეთ კანონის საზღვრები ან შეიძლება გამოიყენონ შეზღუდვები უფრო ვიწრო გზით, ვიდრე ამას კანონი მოითხოვს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის პირადი შეხედულებებით, სტიგმით აბორტის შესახებ, ნეგატიური სტერეოტიპებით ქალებისა და გოგონების შესახებ ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შიში.

ის ასევე აფერხებს ქალებსა და გოგონებს აბორტის შემდგომი ზრუნვისგან არასაიმედო აბორტის ან ორსულობასთან დაკავშირებული სხვა გართულებების გამო.

ადამიანური ისტორიები ხშირად უფრო გვაფიქრებს და გვეხმარება გავაანალიზოთ ესა თუ ის ისტორია, კლერ მალონმა, ახალგაზრდა ქალმა ირლანდიიდან, რომელსაც უკვე ჰყავდა ორი შვილი, გაუზიარა თავისი შემზარავი ჩვენება Amnesty International Ireland-ს იმის შესახებ, თუ როგორ დაირღვა მისი ჯანმრთელობის უფლება ქვეყანაში არსებული მკაცრი აბორტის კანონების გამო.

კლერს აქვს მრავალი რთული და სიცოცხლისათვის საშიში ჯანმრთელობის პრობლემა, მათ შორის ფილტვის ჰიპერტენზია. თუ ფილტვის ჰიპერტენზიის მქონე ქალები დაორსულდებიან, ისინი უფრო მძიმე ავადმყოფობის ან ორსულობის დროს სიკვდილის რისკის ქვეშ არიან. კლერმა ეს იცის, რამაც იგი აიძულა მიეღო აბორტის გადაწყვეტილება, რომელიც მისმა ექიმებმა უარყვეს, რადგან კანონი მათ ამის გაკეთებაში ხელს უშლიდა.

”ჩემმა ექიმებმა თქვეს, რომ ვერ გამიკეთებდნენ აბორტს, რადგან ჩემს სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრებოდა და ეს იყო მათი პასუხი. მე ვიცი, რომ ისინი  ასე კანონის გამო იქცევიან, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თუ დაველოდებოდი, სანამ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე გაუარესდებოდა, მოვკვდებოდი, მაშინ მაინც გვიანი იქნებოდა. და რატომ არის არა საკმარისი რისკი ჩემი ჯანმრთელობისთვის, ისეთივე ცუდი ვითარება, როგორც ეს უკვე იყო? რამდენი ეტაპი უნდა გავიარო, მანამ სანამ ჩემი ექიმები ნებას მომცემენ მკურნალობაზე". - განაცხადა კლერმა.

აბორტის კრიმინალიზაცია არის დისკრიმინაციის ფორმა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სტიგმას
უპირველეს ყოვლისა, სამედიცინო სერვისებზე, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე უარის თქმა, რომელიც მხოლოდ გარკვეულ პირებს სჭირდებათ, არის დისკრიმინაციის ფორმა. 

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციის კომიტეტი (ან ქალთა უფლებების ხელშეკრულება) მუდმივად აცხადებდა, რომ აბორტის შემზღუდავი კანონები წარმოადგენს ქალების დისკრიმინაციას. ეს ეხება ყველა ქალს, ვინც შეიძლება დაორსულდეს, რადგან  კომიტეტმა დაადასტურა რომ ქალების დაცვა და სახელმწიფოებთან დაკავშირებული ვალდებულებები ვრცელდება ყველა ქალზე და, შესაბამისად, მოიცავს დისკრიმინაციას ლესბოსელი, ბისექსუალი და/ან ტრანსგენდერი ქალების მიმართ, განსაკუთრებით, გენდერული დისკრიმინაციის სპეციფიკური ფორმების გათვალისწინებით, რომლებსაც ისინი აწყდებიან.

მეორეც, სტიგმა აბორტისა და გენდერული სტერეოტიპების ირგვლივ მჭიდროდ არის დაკავშირებული აბორტის კრიმინალიზაციასთან და აბორტის სხვა შემზღუდავ კანონებთან და პოლიტიკასთან.

აღნიშნული არგუმენტები და მისი მაგალითებით დასაბუთება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს,რომ :

  • აბორტი არის უსაფრთხო სამედიცინო პროცედურა, რომელიც იცავს სიცოცხლეს;
  • აბორტის აკრძალვა საფრთხეს უქმნის ინდივიდის ჯანმრთელობას;
  • აბორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობისთვის;
  • აბორტის აკრძალვა ქალებს რისკის ქვეშ აყენებს და აიძულებს მათ გამოიყენონ არალეგალური გზები;
  • აბორტის უფლება უნდა იყოს ორსულობის უფლების ნაწილი, რომელიც საშუალებას აძლევს ქალებს გააკეთონ ნამდვილად თავისუფალი არჩევანი დაასრულონ თუ არა ორსულობა.




ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics