20:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 14:09:29, 965 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი 13,8 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გაყინვას გეგმავს

ევროკავშირი ამზადებს დირექტივას, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღებული რუსული აქტივების კონფისკაციას დაუშვებს,- ამის შესახებ ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეიდერსმა პრაღაში ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში ჩასვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს თანხა ევროკავშირის ფონდს უკრაინის მოსახლეობის მხარდასაჭერად გადაეცემა.

„ჩვენ ძალიან სწრაფად მივდივართ. დირექტივა დამტკიცდება ოქტომბერში", - განაცხადა რეინდერსმა.

ამასთან ევროკომისარმა განაცხადა, რომ ამ დირექტივის მიღების შემდეგ სანქციების გვერდის ავლის მცდელობა ევროკავშირის სისხლის სამართლის დანაშაულთა სიაში შევა.

რეინდერსი აღნიშნავს, რომ რუსი ოლიგარქებისა და სხვა ორგანიზაციების 13,8 მილიარდი ევროს აქტივებიდან, 12 მილიარდ ევროზე მეტი გაყინულია მხოლოდ ხუთ წევრ ქვეყანაში.

ამასთან, ივნისის ბოლოს, დასავლეთის მოკავშირეების სამუშაო ჯგუფმა, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის ელიტის აქტივების თვალყურის დევნებაზე გამოაცხადა, რომ 30 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები, რომლებიც ეკუთვნოდა რუსი ოლიგარქების ან სანქცირებული ელიტების იყო გაყინული, ისევე როგორც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი ცენტრალური ბანკიდან.

ამ სამიზნე ჯგუფში შედის აშშ, ავსტრალია, საფრანგეთი, კანადა, გერმანია, იაპონია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ევროკომისია.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics