|
2022-07-12 10:22:46, 1950 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის ახალი პრემიერის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი - ვინ იბრძვის თანამდებობისთვის
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. კანდიდატების შერჩევა კი, მიმდინარე კვირაში დაიწყება. მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრობის სიაში ამ დროისთვის 11 კანდიდატია. კანონმდებლები კანდიდატთა რაოდენობას ორამდე შეამცირებენ, რასაც მოჰყვება ფოსტით კენჭისყრა, დაახლოებით, 200 000-ს წევრს შორის. ახალ ლიდერს მოუწევს ქვეყნის მოსახლეობაში კონსერვატორების მხარდაჭერის აღდგენა, ვინაიდან ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიას აქვს 43% მხარდაჭერა, კონსერვატიულებს კი 28%. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები არიან: ჯერემი ჰანტიჰანტი ამბობს, რომ ის მოსახლეობას შესთავაზებს ლიდერობის ნაკლებად საკამათო სტილს. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, 2019 წლის რეიტინგებში მეორე ადგილი დაიკავა. გასულ თვეს კი, ხმა მისცა ჯონსონის გადაყენებას. ”მე ვარ ერთადერთი მთავარი კანდიდატი, რომელიც არ უმუშავია ბორის ჯონსონის მთავრობაში,” - განუცხადა მან გაზეთ Telegraph-ს. რიში სუნაკისუნაკი იყო პირველი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ბრიტანეთის პრემიერობისთვის იბრძოლებდა. ხაზინის ყოფილი კანცლერი მოსახლეობას ჰპირდება, რომ რთულ ეკონომიკურ ფონს „პატიოსნებით, სერიოზულობითა და მონდომებით“ დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ მისი მდიდარი ცოლის არასაცხოვრებელი საგადასახადო სტატუსმა და ჯარიმებმა, რომელიც მან COVID-ის წესების დარღვევისთვის მიიღო, სუნაკის რეპუტაცია დააზიანა. პენი მორდონტიმორდონტს დიდი ხნის ისტორია აქვს ბრიტანეთის მთავრობაში. ის თვლის, რომ ბრიტანეთის ხელმძღვანელობა „უნდა იყოს ცოტა ნაკლები ლიდერის მიმართ და გაცილებით მეტი ხალხისთვის“. მორდონტი იყო პირველი ქალი, რომელიც გახდა შეიარაღებული ძალების მინისტრი და თავდაცვის სახელმწიფო მდივანი. სუელა ბრავერმანიბრევერმანმა თანამდებობა დატოვა პროტესტის ნიშნად, ტერეზა მეის Brexit-ის შეთანხმების გამო , რადგან თვლიდა, რომ ეს საკმარისად შორს არ წავიდა ევროპასთან კავშირების გასაწყვეტად. ამჟამინდელი გენერალური პროკურორი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ „ცას და დედამიწას გადადგამს“ მთავრობისადმი ნდობის აღსადგენად. ის ევროკავშირის დატოვების კამპანიას აწარმოებდა და იყო უმცროსი მინისტრი ბრექსიტის დეპარტამენტში ტერეზა მეის დროს. ლიზ ტრასიტრასი, რომელიც ამჟამად გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს, კონსერვატიული ღირებულებების დაბრუნებას ითხოვს. ლიზ ტრასმა ასევე ღიად დაადანაშაულა ვლადიმერ პუტინის რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის დაძაბულობის გაღვივებაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, ხელოვნური ბეწვის ქუდით სიარულმა, თოვლიანი ესტონეთის მახლობლად მდებარე ტანკთან გადაღებულმა სურათებმა მას "ინსტაგრამის დიპლომატიის" რეპუტაცია მოუტანა. ტრასს ეკავა მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე თანამდებობა, მათ შორის საგარეო საქმეთა მდივანი და იყო დიდი ბრიტანეთის წამყვანი მოლაპარაკება ევროკავშირთან Brexit-ის შემდგომ მოლაპარაკებებში. ტომ ტუგენდატიტუგენდატი ცნობილია ბორის ჯონსონის კრიტიკით. ის არის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც მსახურობდა ერაყსა და ავღანეთში. მან 2010 წელს ბრიტანეთის ტერიტორიულ არმიაში მაიორის წოდება მიიღო. მან 2020 წელს დააარსა ჩინეთის კვლევითი ჯგუფი და მას შემდეგ აეკრძალა ჩინეთში შესვლა, იმის გამო რომ ჩინეთის მთავრობა მას "მატყუარას და დეზინფორმატორს" უწოდებს. კემი ბადენოჩიბადენოჩი თანასწორობის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების, რწმენისა და თემების მინისტრი იყო, სანამ გასულ კვირას თანამდებობას დატოვებდა. ის ლგბტქ ჯგუფებს ჰპირდება "ფოკუსირებას არსებითზე". „ხალხი გამოფიტულია უაზრო და ცარიელი რიტორიკით. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ან ჩვენი პარტიის სიყვარული არ არის საკმარისი“, - წერს იგი გაზეთ „თაიმსში“. ნადიმ ზაჰავინადიმ ზაჰავიმ თქვა, რომ "დიდი პატივი იქნება" პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობა. ზაჰავის ირგვლის გაჩნდა კითხვები მის პირად ფინანსებთან დაკავშირებით, რაზეც ის ამტკიცებს, რომ "აშკარად შავი კამპანიაა". ”მე არ ვიცოდი ამის შესახებ, მე ყოველთვის ვიხდი ჩემს გადასახადებს. დღეს ვაპირებ ავიღო ვალდებულება, რომ თუ პრემიერი ვიქნები, ყოველწლიურად გამოვაქვეყნებ ჩემს ანგარიშებს", - განუცხადა მან Sky News-ს. მან 2010 წელს პარლამენტში შესვლამდე დააარსა გამოკითხვის კომპანია YouGov. საჯიდ ჯავიდიჯავიდი ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან 2020 წელს გადადგა. ის იყო პირველი, რომელმაც ჯონსონის განმეორებითი სკანდალების გამო, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ "საკმარისია". სწორედ მისი გადადგომის შესახებ გამოსვლა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გასულ კვირას 50-ზე მეტი მინისტრი გადადგა. ჯავიდმა 2019 წლის ლიდერთა კონკურსში მეოთხე ადგილი დაიკავა. გრანტი შაპსიგრანტი შაპსი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის "საუკეთესო დღეები" ჯერ კიდევ წინ არის. მას ბრალი ედება ყალბი ანგარიშის გამოყენებაში, რათა ამოეღო უხერხული მასალა მისი ვიკიპედიის გვერდიდან. ის 2019 წლიდან არის ტრანსპორტის საკითხებში სახელმწიფო მდივანი. რემან ხიშტიხიშტიმ დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა, როგორც პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი 1999-2007 წლებში. ის კანდიდატთა სფეროში ყველაზე დიდ აუტსაიდერად ითვლება. ის 2018 წელს იყო კონსერვატიული პარტიის თემების ვიცე-თავმჯდომარე და 2017-2018 წლებში პრემიერ მინისტრის სავაჭრო წარმომადგენელი პაკისტანში. ცნობისთვის, 7 ივლისს ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტსს ტოვებს. ჯონსონმა ასევე დასძინა, რომ იგი თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და მთავრობის მეთაური არ აირჩევა. ჯონსონი იყო G7 ქვეყნებში პირველი ლიდერი, რომელიც ეწვია უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში ის უკვე ორჯერ იყო კიევში.
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)