05:27 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-11 18:27:28, 899 ნახვა

პოლიტიკა
სახალხო დამცველმა გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა

მიგვაჩნია,რომ გიგი გიგიაძის დიპლომატიური სამსახურის ვადის გაგრძელებაზე უარი  განსხვავებული მოსაზრებების გამო ეთქვა, რაც მის მიმართ დისკრიმინაციას წარმოდგენს. - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, გიგი გიგიაძე 24-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე უმაღლესი რანგის კარიერული დიპლომატია. 

"გიგი გიგიაძე 24-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე უმაღლესი რანგის კარიერული დიპლომატია. ბოლოს ის დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად  მსახურობდა. 
მას შემდეგ, რაც მან 2020 წლის 7 ოქტომბერს პირად ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსით საჯარო სოლიდარობა გამოუცხადა ე.წ. “კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთ ფიგურანტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ივერი მელაშვილს, მას დიპლომატიური სამსახურის ვადა აღარ გაუგრძელეს და რეზერვში ჩარიცხვიდან 13 თვის განმავლობაში აღარც ახალი სამსახური შესთავაზეს, სამინისტროში არსებული ათობით ვაკანსიის მიუხედავად. 
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გიგი გიგიაძისთვის დიპლომატიური სამსახურის ვადის გაგრძელებაზე უარი და ასევე, არსებულ ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განუხილველობა,  განსხვავებული მოსაზრების გამოთქმის გამო მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიგი გიგიაძე  ბოლოს დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად  მსახურობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics