|
2022-07-09 13:50:34, 1159 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია, ნიუ იორკში, ქართული პროდუქციის მსხვილ ექსპორტიორებს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული სასურსათო პროდუქციის მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობს სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამართულ შეხვედრაზე, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშემწყობის ღონისძიებებზე იმსჯელეს. ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამერიკის უმსხვილეს ბაზარზე ქართული ხარისხიანი პროდუქციის დამკვიდრებას განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭება. „მინისტრი მსხვილი ექსპორტიორების გეგმებით და გამოწვევებით დაინტერესდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მათ ამერიკაში საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ოთარ შამუგიას განცხადებით, სტრატეგიულ ბაზრებზე მარკეტინგულ ღონისძიებებში სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული და ამ მიმართულებით მსხვილი ექსპორტიორების მაქსიმალური ხელშეწყობის საკითხიც განიხილება. ამერიკაში ქართული სასურსათო პროდუქტი მსხვილი ექსპორტიორების მიერ 30-მდე შტატის მსხვილ მარკეტებშია წარმოდგენილი; ძირითადი პროდუქტებით: ქართული ღვინო, მინერალური წყალი, ნატურალური წვენები, ჩურჩხელა, ჩირი, ვაშლის ჩიფსი, საკონსერვო ნაწარმი და სხვა. როგორც ექსპორტიორებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში, ამერიკის ბაზარზე აღნიშნულ ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ექსპორტის მაჩვენებელიც გაზრდილია. ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გენერალური კონსული დიანა ჟღენტი ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)