19:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-09 12:35:19, 860 ნახვა

მსოფლიო
ომის დაგმობის გამო რუს დეპუტატს ალექსეი გორინოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მოსკოვის სასამართლომ ალექსეი გორინოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კრასნოსელსკის რაიონის მუნიციპალური დეპუტატი დამნაშავედ ცნო რუსეთის შეიარაღებული ძალების საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში სამსახურებრივი პოზიციის გამოყენებით.

ეს არის პირველი რეალური თავისუფლების აღკვეთა ფეიქების შესახებ სტატიით.

კატერინა ტერტუხინა, ალექსეი გორინოვის ადვოკატი:
„დღეს ჩემს კლიენტს 7 წელი მიუსაჯეს სასჯელაღსრულების კოლონიაში თავისი სიტყვების, აზრის, რწმენის გამო.

სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც გორინოვმა დეპუტატთა საბჭოს სხდომაზე მარტში ისაუბრა ბავშვთა ნახატების კონკურსის გამართვის წინააღმდეგ და მას უწოდა "დღესასწაული ჭირის დროს".

ა.გორინოვის გამოსვლის ტექსტი კრასნოსელსკის ოლქის დეპუტატთა საბჭოს სხდომაზე. 2022 წლის 15 მარტი

„მიმაჩნია, რომ ეს გეგმა არ უნდა იქნას მიღებული, რადგან რა სახის დასვენებაზე და გართობაზე შეიძლება ვისაუბროთ, როცა ყველანი გადავედით ცხოვრების ხარისხობრივად განსხვავებულ წესზე, როცა მეზობელი თანამედროვე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. როდის ხდება ჩვენი ქვეყნის აგრესია?


გთხოვთ, გვითხრათ, რა სახის საბავშვო ხატვის კონკურსზეა ლაპარაკი ან გამარჯვების დღესთან დაკავშირებული საცეკვაო პროგრამების ორგანიზებაზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ბავშვები ყოველდღე იღუპებიან. ცნობისთვის გეტყვით, რომ უკრაინაში უკვე ასამდე ბავშვი დაიღუპა.

ბავშვები ობლები ხდებიან, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა შვილიშვილები და შვილთაშვილი ახლა ამ საომარი მოქმედებების ჯოჯოხეთში ჩააგდეს უკრაინის ტერიტორიაზე. მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ომის შეჩერებისა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანისკენ.
ალექსეი გორინოვი
მუნიციპალური დეპუტატი მსჯავრდებულია რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების სტატიით
ახლა გეგმების პუნქტები ამ საკითხებს რომ დაეთმო, სიამოვნებით მივცემდი ხმას. ამ ფორმით მე პირადად ხმას არ ვიღებ და შემდეგ თქვენი შეხედულებისამებრ“.

ამ ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ეხმაურება.

ბრიუს მილარი, Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში:
"ალექსეი გორინოვის სასჯელი უბრალოდ შოკისმომგვრელია. ეს არის არასწორი აღსრულება თავისი აზრის გამოთქმისთვის და არა მართლმსაჯულების აღსრულებისთვის. ალექსეი გორინოვს არ ჩაუდენია საერთაშორისოდ აღიარებული დანაშაული და უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომს კრიმინალური ომი უწოდა. ”

რუსეთის მართლმსაჯულება კიდევ ერთხელ დადგა ხელისუფლების მხარეს, რომელიც ცდილობს ჩაახშოს ყოველგვარი განსხვავებული აზრი.

ამ საქმეში მეორე ბრალდებული არის მუნიციპალური ოლქის უფროსი ელენა კოტიონოჩკინა, რომელმაც მარტის შეხვედრაზე მხარი გორინოვს დაუჭირა. ის ქვეყნიდან გაიქცა და ძებნაშია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics