|
2022-07-06 16:00:03, 2793 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში 17 ჟურნალისტის დაღუპვას ადასტურებს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე საომარი მოქმედებების შედეგად 17 ჟურნალისტი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გამოსვლისას განაცხადა. გაეროს ცნობით, დაშავებულებიდან ოთხმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მათ დევნიდნენ პროფესიული საქმიანობის გამო. სულ მცირე შვიდი დაიღუპა დაბომბვის შედეგად, მათგან ხუთი, სავარაუდოდ, რუსეთის თავდასხმების შედეგად. აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებში კიდევ ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა, ყველა შემთხვევაში თავდამსხმელთა ვინაობა დადგენილი არ არის. ერთი ჟურნალისტი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს და აწამეს, ჟურნალისტი გათავისუფლებიდან მალევე გარდაიცვალა. „გამოხატვის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა. ჩვენ დავაფიქსირეთ საომარი მოქმედებების შედეგად ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და ბლოგერების გარდაცვალების 17 შემთხვევა და დაშავებულების 14 შემთხვევა. თავდამსხმელები იდენტიფიცირებული არ არის. ორ შემთხვევაში, სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი, ერთ შემთხვევაში კი, დაზარალებული რუსების მიერ დაკავების დროს იძულებით გაუჩინარებასა და წამებას განიცდიდა.“,- აღნიშნულია ადამიანის უფლებათა განცხადებაში. ამასთან, გაერო აღნიშნავს, რომ დაღუპულ და დაშავებულ ჟურნალისტებს შორის სულ მცირე ხუთი ქალია. 2022 წლის 24 თებერვლიდან სამოქალაქო პირების თვითნებური დაკავება ფართოდ გავრცელდა რუსეთის შეიარაღებული ძალების და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საერთო ჯამში, OHCHR-მა დააფიქსირა 248 საქმე, საიდანაც 8 შემთხვევა ჟურნალისტებს ეხება. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა თავდასხმამ უკრაინაზე დამღუპველი გავლენა იქონია. ორივე მხარემ სამხედრო ობიექტები საცხოვრებელ ადგილებში განათავსა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და მასთან დაკავშირებულმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა ალყა შემოარტყეს უკრაინის ორ ქალაქს. მარიუპოლის ალყამ ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა გამოიწვია. ინტენსიურმა საბრძოლო მოქმედებებმა დამღუპველი შედეგები შექმნა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და გამოიწვია დამღუპველი გავლენა ადამიანის უფლებებით სარგებლობაზე, როგორიცაა: სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, საკვების, წყლის და განათლების უფლება. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)