11:01 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 15:01:29, 337 ნახვა

შსს კობი-გუდაურის გზაზე თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას საკვებით მოამარაგებს

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით, კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზე, თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას საკვებით მოამარაგებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, კობი-გუდაურის მიმართულებით პროდუქტებით დატვირთული ავტომობილები  რამდენიმე საათში გავლენ.

„მინისტრის გადაწყვეტილებით კობი - გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზე თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას საკვებით მოვამარაგებთ! საკვებით მომარაგება საჭიროების მიხედვით ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება! პროდუქტებით დატვირთული მანქანების კოლონა თბილისიდან რამდენიმე საათში გავა“, - წერს ნინო გიორგობიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics