01:30 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 11:31:45, 878 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დღეს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რამხელა ყურადღება ექცევა სტუდენტებისა და ახალგაზრდების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას და აქტივობებს. ბევრი საინტერესო პროგრამა დავაინიცირეთ, კულტურული, შემეცნებითი ღონისძიებები, რაც ძალიან კარგია.  თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, დასრულდა „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“,  რომლის ფარგლებშიც, განხორციელდა ტურნირები სპორტის 15 სახეობაში და კულტურული მიმართულების ტურები. ღონისძიების მასშტაბური დახურვა გაიმართება 6 ივლისს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც დაჯილდოვდებიან გამარჯვებული უნივერსიტეტები სხვადასხვა მიმართულებით, ასევე, გამოვლინდებიან გამარჯვებული უნივერსიტეტები კულტურის მიმართულებით. ღონისძიებაზე იქნება ახალგაზრდული ბენდის კონცერტი და დიჯეის პროგრამა. დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს და დაესწროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფესტივალში საქართველოში  მოქმედი 34  სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის  50 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

„ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ის ყოველწლიურად უფრო მასშტაბური და საინტერესო გახდება. მინდა, ვუთხრა სტუდენტებს, რომ დედაქალაქის მერიის მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა და თანადგომა. ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტებს შევთავაზებთ მათ. ასევე, მინდა, მივმართო სტუნდენტურ თვითმმართველობებს, რომ მათაც გამოიჩინონ ინიციატივა, წარმოადგინონ საინტერესო პროექტები. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ პროექტებს ფინანსურად და შესაძლებელი გავხადოთ მათი განხორციელება“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics