10:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 20:11:18, 1108 ნახვა

პოლიტიკა
ჯავახეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის გამგეობა რაიონში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ჯავახეთის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში მიმდინარეობს.
 
სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 1 234 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება, 4 129 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი ასფალტის საფარი დაიგება.  ასევე, 1 555 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ბეტონის გზა. აქამდე, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლეობა მოწესრიგებული გზით ისარგებლებს.  
 
სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.
 
პროექტის განხორციელებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 676 320 ლარი დაიხარჯება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics