|
2022-07-05 15:36:47, 1465 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ომის ერთადერთი პლიუსი სახელმწიფოს შიგნიდან გაერთიანებაა, რასაც რუსეთი არ ელოდა
ომის ერთადერთი პლიუსი არის სახელმწიფოს შიგნიდან გაერთიანება. მოსკოვი არ ელოდა ასეთ წინააღმდეგობას რუსეთზე რამდენჯერმე პატარა ქვეყნისგან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენკის თქმით, უკრაინელი ხალხი რუსეთძე გაცილებით დიდი აღმოჩნდა. რაც ქვეყნის მთავარი ძალაა. „ეს ომია, ამაში პოზიტიური ცოტა რამეა, მაგრამ არის ერთი პლიუსი. ამ ომმა გააერთიანა ჩვენი სახელმწიფო შიგნიდან: საზოგადოება, ძალა, ჩვენ არ გავიქცევით. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც რუსეთის ფედერაცია არ ელოდა. არ ელოდა, რომ ასეთი წინააღმდეგობა იქნებოდა სახელმწიფოსგან, რომელიც მათზე ათჯერ პატარაა, მაგრამ ხალხი გაცილებით დიდი აღმოჩნდა. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი მთავარი ძალა“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიების ისეთი სისტემა და სივრცე, რომელიც ეფექტური იქნება იმ პირობებშიც კი, როდესაც ქვეყანა არ არის ნატოს წევრი. 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)