|
2022-07-05 12:42:26, 1209 ნახვა
რეგიონი
ხიხანის ციხეზე ასავლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა დაიწყო
ხიხანი ციხემდე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა დაიწყო. ერთკილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის ძირითადი ნაწილი გაფართოებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება და მომზადება მოაჯირების, კიბეებისა და მოსასვენებელი ადგილების მონტაჟისთვის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტული ბილიკის კეთილმოწყობა ხიხანის ციხის დალაშქვრის გამარტივების მიზნით დაიწყო, რაც ციხეზე ასვლას ტურისტებისთვის უსაფრთხოსა და მიმზიდველს გახდის. დეპარტამენტის ცნობით, ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაფტით. ციხე განთავსებულია მთის ფერდობზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ რელიეფზე, სადაც ასვლა შესაძლებელია მხოლოდ მთის აღმართში გაკვალული ბილიკით, რომელზეც პროექტის მიხედვით ბუნებრივ და ეკოლოგიურ გარემოსთან შეხამებული ტურისტული ბილიკის მოწყობა მიმდინარეობს. მათივე ცნობით, წელს, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ციხის დალაშქვრა შეიზღუდება, თუმცა 2023 წლიდან განახლებული ბილიკით ხიხანის ციხე ალპური მარშრუტების მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას ხიხაძირის ხეობაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)