20:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 11:30:08, 1198 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - ევროკავშირი თავისუფლდება რუსეთის დამოკიდებულებისგან, რაც პუტინის წინააღმდეგ გადაწყვეტილებებს აფერხებდა

ევროკავშირი თანდათან თავისუფლდება რუსეთის დამოკიდებულებისაგან, რომელიც დიდი ხანია აფერხებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მიუხედავად პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აგრესიისა,- ამის  შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოსეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციაზე ენერგო დამოკიდებულების გამო, რაც ერთ-ერთი არასწორი გათვლაა, რომელიც რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დროს დაუშვა.

„2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი 90%-ით შეამცირებს რუსეთის ნავთობის იმპორტს, ჩვენ ასევე სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ვლადიმერ პუტინი ალბათ ფიქრობდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციაზე ენერგო დამოკიდებულების გამო. ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვანი არასწორი გათვლებიდან, რომელიც დაუშვა რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დროს“, - განაცხადა ბორელმა.

გარდა ამისა, ბორელმა აღნიშნა, რომ რუსული ენერგიის წყაროებიდან ასეთი სწრაფი გაყვანა სერიოზულ სირთულეებს უქმნის ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, ისევე როგორც ეკონომიკის რამდენიმე სექტორს.

„ეს არის საფასური, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენი დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად. ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს ამ პრობლემების გადასაჭრელად”, - დასძინა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ  27 ივნისს ბორელმა რევოლუციური განცხადება გააკეთა, რომ ევროკავშირმა უნდა მიატოვოს ერთსულოვნების პრინციპი.

მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ თუ ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით.

ბორელმა განმარტა, რომ თუ ქვეყნებმა წინასწარ იციან, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია კვალიფიციური უმრავლესობით, მათ აქვთ ძლიერი სტიმული მოლაპარაკებისა და კონსენსუსის შესაქმნელად. თუ მათ იციან, რომ შეუძლიათ ყველაფრის დაბლოკვა, მათ არ აქვთ სტიმული, მიაღწიონ კომპრომისს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics