2022-07-04 22:05:30, 1103 ნახვა
პოლიტიკა
მოძრაობა „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ - სირცხვილიას“ კამპანია „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს
„სირცხვილიას“ კამპანია „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. - განაცხადეს მოძრაობა სტუდენტები ევროპული მომავლისთვის წევრებმა.
მათივე თქმით, 20 ივნისის პროტესტზე „სირცხვილიამ“ კი არ გამოიყვანა ხალხი, ხალხი თვითონ გამოვიდა. საჭიროა ამ ხალხის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა.
"20 ივნისის პროტესტზე ,,სირცხვილიამ" კი არ გამოიყვანა ხალხი, ხალხი თვითონ გამოვიდა. საჭიროა ამ ხალხის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა. ,,სირცხვილიას" მიერ წარმოებული კამპანია, სამწუხაროდ, წყალს ასხამს ,,ქართული ოცნების"კამპანიას - აცხადებენ სტუდენტები". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შინ ევროპისკენ მოძრობის წევრებმა აქცია გამართეს, სადაც ორი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერეს, მათ შორის ღრიბაშვილის გადადგომა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,