01:30 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 15:06:12, 1083 ნახვა

საზოგადოება
ქალი მსჯავრდებულები ფიტნესინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლნენ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ქალი მსჯავრდებულები ფიტნესინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლნენ.

უწყების ცნობით, ფიტნესინსტრუქტორის პროფესიის შემსწავლელი კურსის ფარგლებში, მსჯავრდებულებმა ტრენინგი სპორტულ ფსიქოლოგიაშიც გაიარეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, სამი თვის განმავლობაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტის მეორე ეტაპში 30 მსჯავრდებული მონაწილეობდა. მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

„მიღებული ცოდნა მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება.

სასწავლო პროცესს ფიტნეს აკადემიის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობასა და ამ მიზნით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics