14:15 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 14:37:03, 2473 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი ხერსონის ოლქში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ოფიციალური პირები ხერსონის ოლქში რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმს 2022 წლის შემოდგომას ჩაატარებენ,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

დაზვერვის ცნობით, ოკუპაციისთვის კონსტიტუციური გადაწყვეტილების პოვნა, სავარაუდოდ, რუსეთის პოლიტიკის პრიორიტეტული მიზანია. დიდი ალბათობით, ის მზად იქნება კენჭისყრის გაყალბებისთვის.

„რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმს 2022 წლის შემოდგომაზე ჩაატარებენ. რუსეთი, სავარაუდოდ, უპირატესობას ანიჭებს ფსევდოკონსტიტუციურ კენჭისყრას რეგიონზე კონტროლის მისაღებად“,- აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში.

ამასთან, დაზვერვის ცნობით, 2022 წლის 28 ივნისს ქალაქ ხერსონის არჩეული მერი იჰორ კოლიხაევი დააკავეს, დიდი ალბათობით, ოკუპაციის წინააღმდეგ ოპოზიციის ჩახშობის მცდელობისას. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფართოდ გავრცელებული შეიარაღებული და მშვიდობიანი წინააღმდეგობა გრძელდება.

ცნობისთვის, ხერსონი არის რეგიონი, რომელიც თებერვლის შემდეგ ყველაზე ფართოდ იქნა მოქცეული რუსეთის ოკუპაციის ქვეშ.

ამასთან, 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics