2022-07-02 18:36:17, 1557 ნახვა
სამართალი
მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე, ძალადობრივი ჯგუფის 10-მდე წევრი დააკავეს
„თბილისი პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მთაწმინდაზე 10-მდე ადამიანი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
ძალადობრივი ჯგუფები, „პრაიდის“ ღონისძიების გამართვას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „თბილისის პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფის 26 წევრი დააკავა.
პოლიციის ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით, ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
ამასთან დღეს, 2 ივლისს თბილისში დაგეგმილია „პრაიდის კვირეულის” ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,