|
2022-07-02 16:43:26, 1526 ნახვა
რეგიონი
კონფერენცია თემაზე „პრაქტიკული ნეონატოლოგიისა და პედიატრიის თანამედროვე გამოწვევები“
საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ეგიდით, სასტუმრო შერატონში, დღეს კონფერენცია გაიმართა თემაზე „პრაქტიკული ნეონატოლოგიისა და პედიატრიის თანამედროვე გამოწვევები“. კონფერენცია საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ექიმ-ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ია დავითაიამ გახსნა. მონაწილებს სიტყვით მიესალმნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ნეონატოლოგიის მიმართულების პროფესორი, საქართველოს პედიატრთა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ფავლენიშვილი. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ძილის დარღვევები და მათი მართვა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში; სპინალური კუნთოვანი ატროფია - ახალი ერა დაავადების მართვასა და მკურნალობაში; D ვიტამინი თანამედროვე რეკომენდაციები; ქალის რძის ბანკის დაფუძნების პროექტი საქართველოში და ევროპული გამოცდილება; ნეონატალური მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ორსულებში COVID 19 შემთხვევათა ანალიზი ინფექციური დიარეა ბავშვთა ასაკში; თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი და ახალშობილთა ენდოკრინოლოგიის სხვა სიახლეები. კონფერენციას ესწრებოდნენ რეგიონის პედიატრები, ნეონატოლოგები, ოჯახის ექიმები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)