13:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 14:36:40, 933 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი - ოხანაშვილის წყობიდან გამოყვანა უკიდურესად ღირსების შემლახველ პროვოკაციულ ქმედებას შეეძლო

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ამილახვარი "ტვ პირველის" დირექტორზე თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ანრი ოხანაშვილის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უკიდურესად ღირსების შემლახველ პროვოკაციულ ქმედებას შეეძლო".

"ანრი ოხანაშვილი არის გამორჩეული პატრიოტი, უმაღლესი დონის პროფესიონალი და ძალიან გაწონასწორებული და ღირსეული ადამიანი! მისი წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უკიდურესად ღირსების შემლახველ პროვოკაციულ ქმედებას შეეძლო, რისი მომსწრეც გავხდით. თუმცა ხალხი ბრძენია და მიხვდება რასთანაც გვაქ საქმე და რეალურად ვინ დგას დასავლურ ღირებულებებზე!", - წერს ამილახვარი. 

ცნობისთვის, "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით,  ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწი, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია.

ვატო წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სთხოვს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვონ  მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics