|
2022-07-01 14:22:55, 1623 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - კანდიდატის სტატუსის მიღებას 115 დღე დასჭირდა, ევროკავშირში გაწევრიანებას წლები არ უნდა დასჭირდეს
კანდიდატის სტატუსის მიღებას 115 დღე დასჭირდა და ჩვენი გაწევრიანების გზას წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ განაცხადა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა და პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა უკრაინის ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ერთობლივ განცხადებაზე მოაწერეს ხელი. „უკრაინა ახალ ისტორიას იწყებს და ეს ევროკავშირია. დღეს უკრაინა და ევროპა ერთად არიან. არა ისე როგორც 2 მეზობელი რომელთა შორის საზღვარია გავლებული, არამედ მხარეები რომლებსაც საერთო ევროპული ღირებულებები და მომავალი აქვთ. ეს არ არის პოლიტიკური ნება, ეს იურიდიულად დამტკიცებული სტატუსია. ჩვენ მოვიპოვეთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის და ერის გადასარჩენად. ვიბრძოლეთ და მოვიპოვეთ სტატუსი. ჩვენ არ გავჩერდებით და ამ ომშიც გავიმარჯვებთ. სტატუსის მისაღებად ბევრი შრომა მოგვიწია და შედეგს მივაღწიეთ. გილოცავთ, ეს საერთო გამარჯვებაა. უკრაინა იბრძვის ღირებულებებისთვის და ეს ღირებულება ახალი თავისუფალი ევროპული ოჯახის წევრობაა. სამშობლოს დღეს იარაღით ხელში ვიცავთ. ვიბრძვით მომავლისთვის და მშვიდობისთვის. არ გვინდა რომ დილა ისეთი ტრაგიკული ამბავი დაიწყოს როგორც ეს დღეს დილით ოდესაში მოხდა. უნდა მოვემზადოთ და ვიბრძოლოთ რომ მალე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. უკრაინა თავისუფალი ევროპის ნაწილია. დღეს, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, ხელს ვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც არის ხელისუფლების ყველა შტოს ერთიანობის ნიშანი და მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მივაღწიოთ უკრაინის სტრატეგიულ მიზანს - ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას. ამ განცხადების ხელმოწერა უნდა ნიშნავდეს იგივეს, რასაც ომის მეხუთე დღეს გაწევრიანების განცხადებაზე ხელმოწერა ნიშნავდა. კანდიდატის სტატუსის მიღებას 115 დღე დასჭირდა და ჩვენი გაწევრიანების გზას წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს. ეს გზა სწრაფად უნდა გადავლახოთ. გავხადოთ სამუშაოს ჩვენი ნაწილი სრულყოფილი, რათა მივცეთ საშუალება ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში მიიღონ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენთვის ისეთივე სწრაფად და კონსოლიდირებულად“,- წერს ზელენკსი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის ვროკავშირში გაწევრიანება შემდგომ ნაბიჯებს და შრომას მოითხოვს, ამასთან ევროკავშირი უკრაინის გვერდით, იქამდე იქნება, სანამ მას ეს დასჭირდება. 23 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართა, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამასთან, 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. ხოლო რაც შეეხება საქართველოს, გაიცა იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს. აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)